ჩვენს შესახებ

კომპიუტერული და სასწავლო ცენტრი ,,პოლიგლოტი’’ კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. თელავში 2001 წლიდან. აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას.
სხვადასხვა სფეროში მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება სათანადო მატერიალური–ტექნიკური ბაზა, აუცილებელი რესურსები, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტები, თარჯიმნები და პედაგოგები, არის ის საფუძველი რაზეც დაფუძნებულია “პოლიგლოტის” მომსახურების მაღალი ხარისხი და სტანდარტები.
ჩვენი კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროექტებში, მათ შორის სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ საქველმოქმედო პროექტებში. პოლიგლოტი ასევე აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტში არსებულ ,,ქალთა ოთახთან” ქალთა დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

Image

სერვისები

-თარგმანი
-პოლიგრაფიული მომსახურება 
-კომპიუტერული მომსახურება
-სასწავლო ცენტრი
-საკადასტრო აზომვითი ნახაზი 

სასწავლო ცენტრი

პოლიგლოტში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი და მასთან არსებული დასაქმების ბაზა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი, აღირიცხებიან დასაქმების ბაზაში და დასაქმდებიან, ან მიეცემათ სათანადო რეკომენდაცია.

პოლიგრაფიული მომსახურება

გთავაზობთ, სასურველი დიზაინით სავიზიტო ბარათების, ბლანკების, ბეიჯების,  ბროშურების, მოსაწვევის, მენიუს, მისალოცი ბარათების, ტრიპლეტის და  ეტიკეტების დამზადებას. შავ-თეთრი და ფერადი ბეჭდვა, ლაზერული ან ჭავლური მეთოდით, ლამინირებასა და აკინძვას.
სწრაფად და ხირისხიანად შეგვიძლია შევასრულოთ ნებისმიერი პოლიგრაფიული დავალება. ლოგოს, ბლანკის და საერთო კორპორატიული სტილის დიზაინი ასევე წიგნის/ჟურნალის/კატალოგის დაკაბადონება . 

კარიერა პოლიგლოტში


თუ ფლობ უცხო ენას, ხარ პასუხიმგებლიანი ადამიანი და დაინტერესებული ხარ მომსახურების სფეროში მუშაობით . გამოაზავნე CV ელ. ფოსტაზე  poligloti2012@yahoo.com  
Subject ველში მიუთითეთ CV თქვენი სახელი და გვარი.  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი