კომპიუტერული და სასწავლო ცენტრი
კომპიუტერული და სასწავლო ცენტრი პოლიგლოტი კახეთის რეგიონში, კერძოდ
ქ. თელავში აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას 2001 წლიდან.
სათანადო მატერიალური–ტექნიკური ბაზა, აუცილებელი რესურსები, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტები, თარჯიმნები და პედაგოგები, არის ის საფუძველი რაზეც დაფუძნებულია “პოლიგლოტის” მომსახურების მაღალი ხარისხი და სტანდარტები.
20 წლის მანძილზე დაგვიგროვდა სხვადასხვა სფეროებში მუშაობის უნიკალური ცოდნა და გამოცდილება,
რასაც წარმატებით ვიყენებთ ჩვენს კლიენტებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ასევე აქტიურად ვცდილობთ დავამყაროთ ახალი კონტაქტები.
ჩვენი კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროექტებში, მათ შორის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილ საქველმოქმედო პროექტებში. პოლიგლოტი ასევე აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტში არსებულ ,,ქალთა ოთახთან” ქალთა დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
სასწავლო ცენტრი
პოლიგლოტში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი და მასთან არსებული დასაქმების ბაზა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი, აღირიცხებიან დასაქმების ბაზაში და დასაქმდებიან, ან მიეცემათ სათანადო რეკომენდაცია.
თარჯიმანთა ბიურო
ჩვენ ვთარგმნით შემდეგ ენებზე :
ინგლისური
გერმანული
პოლონური
უკრაინული
რუსული
ფრანგული
იტალიური
ესპანური
ბერძნული
ებრაული
აზერბაიჯანული
თურქული
ჩინური
არაბული
ავარული
ინდური
და ა.შ.
გვყავს ასევე დამხმარე თარჯიმნები, რათა მაქსიმალური მობილიზაციით დროულად შევასრულოდ დიდი მოცულობის თარგმანები. მაქსიმალური მობილიზაციით დროულად შევასრულოდ დიდი მოცულობის თარგმანები. კარგი თარგმანებისთვის აუცილებელია იმ სფეროში საკმარისი რაოდენობის ცოდნის დაგროვება, ჩვენი თარჯიმნებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ტერმინოლოგია: ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური, ლიტერატურული და სხვა. ისინი ასევე მობილიზებულნი არიან თანამიმდევრული და სინქრონულ თარგმანისათვის. კლიენტებისთვის დროის დაზოგვის მიზნით, ოფიციალური დოკუმენტაცია ჩვენს მიერვე მოწმდება ნოტარიალურად.
ასევე ოფისში მოუსვლელად, შეკვეთას ვიღებთ და ვგზავნით ფოსტის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ჩვენს ოფისში თქვენ ბევრ პრობლემას მოაგვარებთ ერთდროულად.
სასტუმრო “პოლიგლოტი”
კომპანია “პოლიგლოტს” აქვს საკუთარი სასტუმრო, როგორც პარტნიორი ორგანიზაციებისა და ტრენერებისთვის, ასევე უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის. სასტუმროს აქვს ასევე საკონფერენციო დარბაზი, აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით.
საოჯახო სასტუმრო ,,პოლიგლოტი“ მდებარეობს ქალაქ თელავში, წყნარ ადგილას, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში.
ჩვენთან თავს კომფორტულად იგრძნობთ.